უნგრეთში შუა საუკუნეების სააბატოდან ათიათასობით ასწლოვანი წიგნი გამოიტანეს, რათა ისინი ხოჭოების შემოსევისგან გადაარჩინონ.
1000 წლის პანონჰალმას ბენედიქტელთა მონასტერი უნგრეთის ერთ-ერთი უძველესი სასწავლო ცენტრია და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.
რესტავრატორებს უწევთ თაროებიდან დაახლოებით 100 000 ხელით აკინძული წიგნის გადმოღება, ფრთხილად ყუთებში მოთავსება, რაც დეზინფექციის პროცესის დასაწყისია, რომლის მიზანია წიგნებში შესული ხოჭოების განადგურება.
პურის ხოჭო, ხშირად გვხვდება გამომშრალ საკვებ პროდუქტებს შორის, როგორიცაა მარცვლეული, ფქვილი და სანელებლები. თუმცა, მათ ასევე იზიდავთ წიგნებში ნაპოვნი ჟელატინი და სახამებლის შემცველი წებოვანი ნივთიერებები.
უნგრეთში ისინი ბიბლიოთეკის იმ ნაწილში აღმოაჩინეს, სადაც სააბატოში არსებული 400 000 ტომის დაახლოებით მეოთხედი ინახება.
პროექტის მთავარმა რესტავრატორმა ზოფია ედიტ ჰაიდუმ. „ჩვენ აქამდე არასდროს შეგვხვედრია ინფექციის ასეთი ხარისხი“.
ხოჭოების შემოსევა პირველად ბიბლიოთეკის რუტინული დასუფთავების დროს აღმოაჩინეს. თანამშრომლებმა თაროებზე მტვრის უჩვეულო ფენები შენიშნეს და შემდეგ დაინახეს, რომ ზოგიერთ წიგნს ფორზაცზე ნახვრეტები ჰქონდა. წიგნების გადაფურცვლის შემდეგ დაადგინეს ეს ხოჭების მიერ გამოხრული ადგილები იყო.
996 წელს, უნგრეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მაღალ ბორცვზე მდებარე სააბატო, ქვეყნის უძველეს წიგნების კოლექციას, ასევე მის უძველეს და უმნიშვნელოვანეს წერილობით ჩანაწერებს ინახავს.
1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სააბატო უნგრეთისა და მთელი ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რელიგიური და კულტურული ადგილია, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში გადაიტანა ომები და უცხოური შემოსევები.
ბიბლიოთეკის ყველაზე გამორჩეულ ნამუშევრებს შორისაა 19 კოდექსი, მათ შორის მე-13 საუკუნის სრული ბიბლია. მასში ასევე ინახება რამდენიმე ასეული ხელნაწერი, რომლებიც მე-15 საუკუნის შუა ხანებში საბეჭდი მანქანის გამოგონებამდეა და მე-16 საუკუნის ათიათასობით წიგნი.
წიგნებს კვირების განმავლობაში უჟანგბადო სივრცეში მოათავსებენ. სუფთა აზოტის გარემოში ექვსი კვირის შემდეგ, სააბატო იმედოვნებს, რომ ყველა ხოჭო განადგურდება.
თაროებზე ხელახლა განთავსებამდე, თითოეული წიგნი ინდივიდუალურად შემოწმდება და მტვერსასრუტით გაიწმინდება. მავნებლების მიერ დაზიანებული ნებისმიერი წიგნი შემდგომი აღდგენითი სამუშაოებისთვის გადაიდება.
ფორუმი