უნგრეთში შესაძლოა აიკრძალოს საარჩევნო კამპანიების უცხოეთიდან დაფინანსება

უნგრეთის მთავრობას სურს, აკრძალოს საარჩევნო კამპანიების უცხოეთიდან დაფინანსება კანონპროექტით, რომელიც 21 ნოემბერს იქნა წარდგენილი.
“სუვერენიტეტის დაცვის კანონპროექტად” წოდებულ დოკუმენტს პრემიერ-მინისტრ ს ნაციონალისტური მთავრობის მხრიდან პოლიტიკურ მეტოქეებზე და კრიტიკოსებზე ზეწოლის მორიგ ნაბიჯად აღიქვამენ.
2022 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ გაავრცელა უშიშროების მანამდე გასაიდუმლოებული ანგარიშები, რომელთა თანახმადაც, ოპოზიციის ალიანსმა დაფინანსება მიიღო აშშ-ში განთავსებული არასამთავრობო ორგანიზაციისგან. ორბანი აცხადებდა, რომ აშშ-ის გადასახადების გადამხდელთა ფული გამოყენებული იყო მის დასამარცხებლად წარმოებულ კამპანიაში. ოპოზიციური პარტიები ამ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ დაფინანსების წყარო იყვნენ უცხოეთში მცხოვრები უნგრეთის მოქალაქეები.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა მკვლელობის ორგანიზება ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს – გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით