უნგრეთში შესაძლოა აიკრძალოს საარჩევნო კამპანიების უცხოეთიდან დაფინანსება

უნგრეთის მთავრობას სურს, აკრძალოს საარჩევნო კამპანიების უცხოეთიდან დაფინანსება კანონპროექტით, რომელიც 21 ნოემბერს იქნა წარდგენილი.
“სუვერენიტეტის დაცვის კანონპროექტად” წოდებულ დოკუმენტს პრემიერ-მინისტრ ს ნაციონალისტური მთავრობის მხრიდან პოლიტიკურ მეტოქეებზე და კრიტიკოსებზე ზეწოლის მორიგ ნაბიჯად აღიქვამენ.
2022 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ გაავრცელა უშიშროების მანამდე გასაიდუმლოებული ანგარიშები, რომელთა თანახმადაც, ოპოზიციის ალიანსმა დაფინანსება მიიღო -ში განთავსებული არასამთავრობო ორგანიზაციისგან. ორბანი აცხადებდა, რომ აშშ-ის გადასახადების გადამხდელთა ფული გამოყენებული იყო მის დასამარცხებლად წარმოებულ კამპანიაში. ოპოზიციური პარტიები ამ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ დაფინანსების წყარო იყვნენ უცხოეთში მცხოვრები უნგრეთის მოქალაქეები.

ასევე დაგაინტერესებთ