უნგრეთში სარეიტინგო ტურნირის ბოლო დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კიდევ სამი მედალი მოიპოვა

უნგრეთში სარეიტინგო ტურნირი დასრულდა. ტურნირზე ჩემპიონობა იზეიმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელიამ (97 კგ). ფინალში მან სომეხი ჰაიკ ხლოიანი ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
ასევე, ჩემპიონობა იზეიმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჯონი ხეცურიანმა (67 კგ). ფინალში მან მოლდაველი ვალენტინ პეტიკი ანგარიშით 7:0 დაამარცხა.
ლერი აბულაძემ (67 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სამხრეთკორეელი მინსეონგ ვონი ანგარიშით 10:3 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ტურნირი ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა. ჩემპიონები ჯონი ხეცურიანი (67 კგ) და იური ლომაძე (72 კგ) გახდნენ. ბრინჯაოს მედლებს კი ლერი აბულაძემ (67 კგ) და ოთარ აბულაძე (72 კგ) დასჯერდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია