უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი და ოპოზიციის ლიდერი, პეტერ მაიგარიუნგრეთში გაიხსნა საარჩევნო უბნები ბოლო ათწლეულების ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის, რომელშიც 16-წლიანი უწყვეტი მმართველობის შემდეგ პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია Fidez ოპოზიციის ლიდერის, პეტერ მაგიარის პარტია Tisza-ს დაუპირისპირდება.
უნგრელებმა კენჭისყრა ბუდაპეშტის დროით 06:00 დაიწყეს არჩევნებში, რომელიც ქვეყნისთვის ბოლო ათწლეულების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევა და რომელსაც მთელ მსოფლიოში დიდი ყურადღებით აკვირდებიან.
“ორბანი წარსულში მუდმივად დიდი უპირატესობით იმარჯვებდა, ძირითადად დაქუცმაცებული ოპოზიციის გამო. ეს არის პირველი არჩევნები, სადაც რეალური დაპირისპირებაა, რადგან ახლა მას ჰყავს ერთი ოპონენტი, რომელიც, გამოკითხვების მიხედვით, გამარჯვების უნარს ფლობს” – განაცხადა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა საბოლჩ დულმა Euronews-თან საუბარში.
ბოლო გამოკითხვები ოპოზიციური პარტია Tisza-ს მკვეთრ ლიდერობაზე მიუთითებს,
საარჩევნო უბნები ბუდაპეშტის დროით 19:00 საათზე (თბილისის დროით 21:00-ზე) დაიხურება. უნგრეთში ერთტურიანი საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომელშიც მთავრობის ფორმირების უფლება ენიჭება იმ პარტიას ან კოალიციას, რომელიც ყველაზე მეტ მანდატს მოიპოვებს.
199 საპარლამენტო მანდატიდან 106 სამაჟორიტარო ოლქებში ირჩევა, ხოლო დარჩენილი 93 პარტიული სიების მიხედვით ნაწილდება. საზღვარგარეთ მცხოვრებ უნგრეთის მოქალაქეებსაც აქვთ ხმის მიცემის უფლება.
წინასწარი შედეგები მოსალოდნელია გვიან საღამოს, ხოლო ოფიციალური შედეგები – დაახლოებით შუაღამისთვის (თბილისის დროით 02:00).