უნგრეთში ელჩად „იმედის“ ყოფილი დირექტორი ნიკა ლალიაშვილი დანიშნეს

უნგრეთში საქართველოს ელჩად დანიშნეს ნიკოლოზ ლალიაშვილი, „იმედის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელიც 2022 წლის ნოემბრიდან ყაზახეთში იყო ელჩად მივლენილი.
ლალიაშვილი იქნება ელჩი ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყანაში, რომლის რიტორიკა ხშირად აცდენილია ოფიციალური ბრიუსელისას და რომელიც, ს პრემიერ-მინისტრობის პირობებში, „ქართული ოცნების“ იშვიათი მხარდამჭერია წევრ სახელმწიფოებს შორის.
საგარეო უწყების თანახმად, ნიკოლოზ ლალიაშვილს „საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის იკავებდა სხვადასხვა პოზიციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების საბჭოში“.
· ამასთან, სხვადასხვა დროს ის იყო „სტუდია მაესტროს” პოლიტიკური რედაქტორი, „ტელეიმედის“ გენერალურ დირექტორობამდე კი გენერალური დირექტორის მოადგილე.
· მას მიჰყავდა გადაცემა „SWOT ინტერვიუ“, რომელშიც 2019 წლის 27 ნოემბერს ინტერვიუ ჩაწერა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან.
· ლალიაშვილი ახალ პოსტზე საქმიანობას 1 ივლისიდან შეუდგება.
ამ პოსტზე ნიკოლოზ ლალიაშვილი შეცვლის თამარ ლილუაშვილს.
თამარ ლილუაშვილი, თავის მხრივ, საგარეო უწყების მიერ 20 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, დაინიშნა ელჩად იტალიაში, ასევე – საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ქალაქ რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP).
იტალიაში ელჩის თანამდებობა ვაკანტური იყო. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ვეკუამ თანამდებობა 2024 წლის 30 ნოემბერს დატოვა – 2 დღეში მას შემდეგ, რაც მ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ განაცხადა.