უნგრეთში აშშ-ის ელჩმა უნგრეთის მთავრობა ნატო-ს მოკავშირეების ინტერესების უგულებელყოფის გამო გააკრიტიკა

უნგრეთში აშშ-ის ელჩმა, დევიდ პრესმანმა უნგრეთის მთავრობა ნატო-ს მოკავშირეების ინტერესების უგულებელყოფის გამო გააკრიტიკა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„დღეს ჩვენ სულ უფრო ხშირად ვხედავთ მოკავშირეს, რომელიც ნატო-ს ეყრდნობა და თავს კომფორტულად გრძნობს, ასევე, უგულებელყოფს მოკავშირეებისა და ჩვენი ალიანსის ინტერესებს, მათ შორის ევროპაში ომის დროს“, – განაცხადა პრესმანმა.
დევიდ პრესმანმა აღნიშნა, რომ მოკავშირეების ინტერესების უგულებელყოფა აშკარაა, როცა პრემიერ-მინისტრი, ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ეხვევა და იმუქრება, რომ უკრაინისთვის საჭირო დახმარებას შეაჩერებს.
ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ახლა უნგრეთი ვითარდება, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, რაც კომპანიებს ადგილზე წარმატებული ბიზნესის წარმართვის საშუალებას აძლევს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ