უნგრეთში აპლიკაცია შექმნეს, რომელიც დემენციის პირველ ნიშნებს აღმოაჩენს

უნგრელმა სტუდენტებმა შექმნეს მობილური აპლიკაცია, რომელსაც შეუძლია დემენციის ადრეული ნიშნების აღმოჩენა სალაპარაკო ენის ანალიზით. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
აპლიკაცია იწვევს მომხმარებელს სასაუბროდ სხვადასხვა თემებზე და ადგენს რა აინტერესებს მას. თუ არის წვდომა ინტერნეტთან, პროგრამას შეუძლია განიხილოს უახლესი ამბები.
საუბრის დროს აპლიკაცია აანალიზებს, თუ როგორ ლაპარაკობს ადამიანი: რამდენად შეუფერხებლად გამოხატავს ის თავის აზრებს, რამდენად მრავალფეროვანია მისი ლექსიკა, არის თუ არა გრამატიკული შეცდომები, როგორ წარმოთქვამს სიტყვებს და რამდენი გრძელია მისი წინადადებები. შემდეგ პროგრამა უზრუნველყოფს უკუკავშირს და ქმნის ანგარიშს, რომელიც შეიძლება აჩვენოს ექიმს საჭიროების შემთხვევაში.
დეველოპერები აღნიშნავენ, რომ დემენციის პირველი ნიშნები ძნელი შესამჩნევია მოკლე საუბრებში, მაგრამ აპლიკაცია საშუალებას იძლევა მუდმივად გაკონტროლდეს ცვლილებები მეტყველებაში.
აპლიკაცია ამჟამად ტესტირებას გადის მოხალისეთა ჯგუფის მიერ. მონაწილეები ამბობენ, რომ მათ სიამოვნებთ პროგრამასთან საუბარი.
სამომავლოდ სტუდენტები გეგმავენ თავიანთი აპლიკაციით სპეციალური მოწყობილობის დამზადებას მათთვის, ვინც სმარტფონს არ იყენებს. გარდა ამისა, მათ სურთ „გააცოცხლონ“ ვირტუალური თანამოსაუბრის ხმა გახმოვანების მსახიობების დახმარებით.