უნგრეთს სურს ევროკავშირის რეფორმირება, მაგრამ არასდროს დატოვებს ბლოკს –

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, მისი ქვეყანა ევროკავშირს არასდროს დატოვებს, თუმცა ბლოკს­ სასწრაფო რეფორმირება სჭირდება.
„უნგრეთს სურს ევროკავშირის რეფორმირება, მაგრამ არასდროს დატოვებს მას, რადგან ეს დასავლური ქრისტიანული კულტურის ნაწილია“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი მტკიცებით, უნგრეთის მომავალ არჩევნებში ცენტრალური საკითხი ეროვნული სუვერენიტეტი იქნება. ორბანმა ბრიუსელი უნგრეთის მთავრობის პოლიტიკური ოპონენტების დაფინანსებასა და უნგრეთის შიდა საქმეების მანიპულირებისთვის ეკონომიკურ ზეწოლის გამოყენებაში დაადანაშაულა.
„ისინი გვაშანტაჟებენ. ცდილობენ ჩვენს ეკონომიკურად და ფინანსურად დახრჩობას. ამიტომ, ფინანსური ფარი მჭირდება ევროკავშირის გამო და ბრიუსელის წინააღმდეგ“, – განაცხადა ორბანმა და დასძინა, რომ ევროკავშირი სამშვიდობო პროექტიდან „ომის პროექტად“ იქცა.
უკრაინაში ომის საკითხზე საუბრისას, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მშვიდობის დამყარება ახლოს არის, თუმცა ის ერთიან ტრანსატლანტიკურ პოზიციაზეა დამოკიდებული.
„ამერიკის პრეზიდენტი მშვიდობის მომხრეა. ევროპელები – არა. ის, რასაც ისინი ამბობენ, ძირითადად იმას ნიშნავს, რომ მათ ომის გაგრძელება სურთ“, – განაცხადა ორბანმა და დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტი დაინტერესებულია მშვიდობით.
ორბანის მტკიცებით, უნგრეთი ევროკავშირში დარჩება დაძაბულობის მიუხედავად.
„არაფერს ვბლოკავ ევროკავშირთან. უბრალოდ მინდა გარკვეული საკითხების გარკვევა. პირველ რიგში, სად არის ჩვენი ფული?“ – განაცხადა ორბანმა და დასძინა, რომ უნგრეთისთვის ევროპულ საბჭოში ხმის მიცემის უფლების შეჩერება შეუძლებელია.
interpressnews.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…