უნგრეთს ევროკავშირის მიგრაციის წესების დაცვაზე უარის თქმა სურს

უნგრეთის ხელისუფლება ევროკავშირის მიგრაციის წესების დაცვაზე უარის თქმას გეგმავს.
„არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მკაცრი ზომებია საჭირო. სწორედ ამიტომ, ბუდაპეშტს სურს მიმართოს ევროკომისიას თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის წესებიდან გასვლის თხოვნით. მანამდე მსგავსი მოთხოვნა ნიდერლანდებმა წარადგინა. ნიდერლანდების უმსხვილესი მემარჯვენე პოპულისტური პარტია „თავისუფლების“ ლიდერმა, გერტ ვილდერსმა განაცხადა, რომ „ეს არის ნიშანი იმისა, რომ ახალი ქარი უბერავს“, – განაცხადა უნგრეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა იანოშ ბოკამ.
შეგახსენებთ, ნიდერლანდების მთავრობამ გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის მიგრაციის წესებთან შესაბამისობაზე უარის თქმას აპირებს. „ახლახან შევატყობინე ევროკომისიას, რომ მსურს მივაღწიო ნიდერლანდების მხრიდან ევროპის მიგრაციის წესების უარყოფას. უნდა დავიბრუნოთ საკუთარი თავშესაფრის პოლიტიკაზე კონტროლი“, – განაცხადა ქვეყნის თავშესაფრისა და მიგრაციის მინისტრმა მარჯოლეინ ფაბერმა.
მედია წერს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ნიდერლანდებმა და უნგრეთმა თავიანთი ინიციატივით წარმატებას მიაღწიონ, რადგან ამ სახელმწიფოების ევროკავშირის მიგრაციის სისტემიდან გამორიცხვისთვის საჭიროა მისი 27-ვე წევრის თანხმობა.