უნგრეთმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის პირობები გაამარტივა

უნგრეთმა სა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის პირობები გაამარტივა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა RND-ი ავრცელებს.
გერმანული გამოცემა წერს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, ბუდაპეშტმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები ე.წ. „ეროვნული ბარათების“ პროგრამაში ჩართო, რომელიც ორი წლის ვადით გაიცემა და უნგრეთში მუშაობის მსურველთათვის ვადის გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს.
„რამდენიმე დღეა, რუსები ყოველგვარი უსაფრთხოების შემოწმების გარეშე უნგრეთის გავლით ევროკავშირში შესვლასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილებას ახერხებენ. ახლა დიდ შფოთვას იწვევს ის, რომ ევროკავშირში შეიძლება რუსი ჯაშუშებიც მოხვდნენ ან კრემლმა ევროკავშირში ტერაქტების განსახორციელებლად რუსები მიზანმიმართულად გაგზავნოს“, – წერს გამოცემა.
გამოცემა უნგრეთის ქმედებას პროვოკაციულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ იგი ევროკავშირში უკმაყოფილებას იწვევს, რადგან უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”