მას შემდეგ, რაც უკრაინამ რუსული ნავთობის უკრაინის გავლით ტრანზიტის შეზღუდა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა ევროკავშირს დახმარებისთვის მიმართეს.
ოფიციალური ბუდაპეშტი და ბრატისლავა ევროკაცშირს უხსნიან, რომ კიევის ამ ნაბიჯმა შეაფერხა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ენერგომომარაგება, რის გამოც ქვეყნებმა ოფიციალური საჩივრები წარუდგინეს უკრაინასაც და ევროკავშირსაც, რათა გადაეჭრათ ნავთობის მიწოდების პრობლემა.
უნგრეთი ევროკავშირს მედიატორის როლის დაუყოვნებლივ შესულებისკენ მოუწოდებს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, უკრაინა შანტაჟშიც დაადანაშაულა და თქვა, რომ კიევის ეს ნაბიჯი გლობალურ ენერგოუსაფრთხოებას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.