უნგრეთმა დაბლოკა ბელარუსის არჩევნების შესახებ ევროკავშირის ერთობლივი განცხადება

უნგრეთის წინააღმდეგების გამო ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ვერ შეძლეს ერთობლივი განცხადების გამოქვეყნება ბელარუსის საპრეზიდენტო ს არალეგიტიმურობის შესახებ. უნგრეთის მიერ განცხადების დაბლოკვის თაობაზე რადიო თავისუფლებას ბრიუსელში, ინფორმირებულმა წყაროებმა აცნობეს.
ბუდაპეშტის მიერ დაბლოკილ განცხადებაში ეწერა, რომ ბელარუსში სასტიკი და უპრეცედენტო რეპრესიების, ადამიანის უფლებების დარღვევების და ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვის გამო არჩევნები ლეგიტიმური ვერ იქნება.
ერთობლივი განცხადების ხელმოწერაზე უარს ამბობდა ც, თუმცა, მოგვიანებით შეუერთდა.
მას შემდეგ, რაც უნგრეთის წინააღმდეგობის გამო ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს სახელით განცხადება ვერ გაკეთდა, განცხადება გამოაქვეყნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა. მისი განცხადებით, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო. კალასმა მინსკს მოუწოდა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისკენ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანახმად, იმის გათვალისწინებითაც, რომ ბელარუსის რეჟიმი ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომსა და მეზობლებზე ჰიბრიდულ შეტევებში, ევროკავშირი განაგრძობს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკას და ამასთან, გააგრძელებს ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების და დევნილი დემოკრატიული ძალების ფინანსურ მხარდაჭერას.
ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა” საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრნობით წერს, რომ 26 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ ალიაქსანდრ ლუკაჩენკამ გაიმარჯვა ხმების 86,82%-ით.
ევროკავშირისა და ნატოს წევრი უნგრეთის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები და რობერტ ფიცო, რომლებსაც ს პრეზიდენტ პუტინთან კარგი ურთიერთობა აქვთ, ხშირად აკრიტიკებენ დასავლეთს სანქციების პოლიტიკისა და უკრაინის მხარდაჭერის გამო.
უნგრეთის და სლოვაკეთის მთავრობები მხარს უჭერენ ევროკავშირის მიერ ბოლო ხანს სულ უფრო მეტად იზოლირებულ „ქართულ ოცნებას” და მის ამჟამინდელ პოლიტიკას, რომელსაც მმართველი პარტიის ოპონენტები ხშირად ადარებენ ბელარუსის რეჟიმის პოლიტიკას.
საქართველოში „ქართული ოცნების” წინააღმდეგ 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეები მოითხოვენ ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის დაბრუნებას, უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
საპროტესტო გამოსვლები 2024 წლის 28 ნოემბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების” მთავრობამ გამოაცხადა გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
ერთი თვით ადრე, 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომლის ოფიციალური შედეგებით მმართველმა პარტიამ უმრავლესობა შეინარჩუნა და ბარიერი გადალახა კიდევ ოთხმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ. ოპოზიციური პარტიები და მეხუთე პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და არ აღიარებენ ამ არჩევნების საფუძველზე „ქართული ოცნების” ხმათა უმრავლესობით დაკომპლექტებული მთავრობის და კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეული ს ლეგიტიმურობას.