უნგრეთი EU-ს მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ €20-მილიარდიან დახმარებას ბლოკავს – Politico

უნგრეთის მთავრობა ევროკავშირის მიერ უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილ დახმარების ახალ პაკეტს ბლოკავს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
როგორც ცნობილია, საუბარია უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს გამოყოფაზე, რომელიც ქვეყნის თავდაცვას და ეკონომიკას უნდა მოხმარდეს.
Politico-ს ინფორმაციით, €20-მილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცების სანაცვლოდ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანი ევროკავშირის მხრიდან ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, რათა ქვეყანა ენერგეტიკულ კრიზისში არ აღმოჩნდეს.