უნგრეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციას იწყებს

ნატოს ბოლო წევრი, უნგრეთი, რომლის თანხმობაც შვედეთს ალიანსში გაწევრიანებისთვის სჭირდება, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას გეგმავს. სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ არ არის გამორიცხული უნგრეთის პარლამენტმა რატიფიცირების პროცესი დღესვე დაასრულოს.
სხდომა უნგრეთის პარლამენტში ამ წუთებში მიმდინარეობს და მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც ესწრება. ვიქტორ ორბანმა პარლამენტის წევრებს უკვე მიმართა.
ის, რომ უნგრეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს და შესაბამის პროცედურებს დაასრულებს, გასული კვირის მიწურულს, შვედეთისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ გადაწყდა. ამავე შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ უნგრეთი შვედეთისგან “გრიპენის” ტიპის მოიერიშეებს მიიღებს, რომელსაც შვედური კომპანია „სააბი“ აწარმოებს.
თუ უნგრეთი დღეს რატიფიცირების პროცესს დაასრულებს, ეს ნიშნავს, რომ შვედეთი ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ახალი, 32-ე წევრი გახდება. ეს ბოლო 2 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ში რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ნატოს რიგით მეორე გაფართოება იქნება. მანამდე ალიანსს ფინეთი შეუერთდა.
შვედეთმაც და ფინეთმაც ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადი უკრაინაში ს ომის დაწყების შემდეგ გააკეთეს. ორივე ქვეყანამ გადაწყვეტილება უსაფრთხოებიდან გამომდინარე ახსნა. შვედეთის ნატოში გაწევრიანებას თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ, თუმცა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ქვეყნებს შორის შეთანხმება შედგა და თურქეთმა რატიფიცირების პროცესი დაასრულა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!