უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი მხარს უჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ორბანთან და მისგან ამ საკითხზე დადებითი პასუხი მიიღო.
“მივესალმები პრემიერმინისტრისა და მისი მთავრობის მკაფიო მხარდაჭერას შვედეთის ნატოში გაწევრიანების მიმართ. მოუთმენლად ველი რატიფიცირებას პარლამენტის მუშაობის განახლებისთანავე”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
უნგრეთი ამ დრომდე ნატოს წევრი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ჯერჯერობით არ მოუხდენია შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება.
შეგახსენებთ, გუშინ ამ საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო თურქეთის პარლამენტმა.