უნგრეთი უკრაინას გაზმომარაგებას უწყვეტს

ვიქტორ ორბანიPhoto: Simon Wohlfahrt/AFP via Getty Imagesუნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინას გაზმომარაგებას უწყვეტს მანამ, სანამ “დრუჟბას” ნავთობსადენის მუშაობას არ აღადგენს.
“დრუჟბას” მილსადენი უნგრეთს უკრაინის გავლით რუსული ნედლი ნავთობით ამარაგებდა.
27 იანვარს უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსული დრონის შეტევის შედეგად, “დრუჟბას” მილსადენის ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც ნავთობის მიწოდება შეწყდა. მათი თქმით, მიმდინარეობის მილსადენის აღდგენის სამუშაოები.
უნგრეთი უკრაინას ადანაშაულებს მიწოდების განახლების პოლიტიკური მიზეზებით შეფერხებაში.
“დრუჟბას” მილსადენის მუშაობის შეფერხების გამო, უნგრეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს უკრაინისთვის დიზელის ექსპორტის შეჩერების შესახებ და ასევე იმუქრებოდნენ ელექტროენერგიისა და გაზის ექსპორტის შეწყვეტით.
ორბანმა ასევე განაცხადა, ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარისკაცებს და ტექნიკას განთავსების შესახებ, რათა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა “პოტენციური უკრაინული საფრთხისგან” დაიცვას.
ამასთან ერთად, უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის შეთანხმებული €90 მილიარდის სასესხო პაკეტი დაბლოკა.