“უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს არ დაბლოკავს” – სიიარტო

ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტს, რომელიც ს წინააღმდეგ იქნება მიმართული, უნგრეთი არ დაბლოკავს – უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს ცნობით, პაკეტში ყველა ის ელემენტია ამოღებული, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ზიანს აყენებდა.
სიიარტომ სანქციების წინა პაკეტთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ მე-12 პაკეტმა ზიანი არა რუსეთის, არამედ ევროკავშირის ეკონომიკას მიაყენა.
“უნგრეთი არ დაბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს, რადგან მომზადების ეტაპზე შესაძლებელი იყო ყველა პუნქტის ამოღება, რომელიც ეწინააღმდეგება უნგრეთის ინტერესებს”, – განაცხადა სიიარტომ.
მან ასევე თქვა, რომ ში რუსი დამპყრობლების სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-2 წლისთავი ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სასაუბრო “შემთხვევა უნდა იყოს”.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – რეალურად, „ქოცს“ ახლა უნდა, ძლიერის პოზიციაში იყოს და ხალხს აჩვენოს, როგორი მაგრები არიან, გზავნილით: „ცნობილ ხალხს რას ვუკეთებთ და მოქალაქეებს რას გიზამთ, წარმოიდგინეთ“

Reuters – ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე ინდოეთის, ბრიტანეთის, პორტუგალიისა და კანადის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, შენობებს დაეცა – ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „ბევრი ადამიანი დაიღუპა“