უნგრეთი მზადაა, უკრაინის დაფინანსებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას დათანხმდეს, თუ გარანტია იქნება, რომ ყოველწლიურად გადაწყდება, გავაგრძელებთ თუ არა ამ თანხის გაგზავნას – ვიქტორ ორბანი

უნგრეთი მზადაა, უკრაინის დაფინანსებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას დათანხმდეს, თუ გარანტია იქნება, რომ ყოველწლიურად გადაწყდება, გავაგრძელებთ თუ არა ამ თანხის გაგზავნას, – ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა გამოცემა “ლე ფოინთთან” ინტერვიუში განაცხადა.
უნგრეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ ასეთ გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი და ის უნდა იყოს ერთსულოვანი.
მისივე თქმით, ზოგიერთ ქვეყანას, სამწუხაროდ, ეს პოზიცია ისე ესმის, როგორც შანტაჟის ყოველწლიური საშუალება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს, მას 5 წლით პატიმრობა მიესაჯა და 1 მილიონი ჯარიმა, მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა