უნგრეთი კვლავ იმუქრება, რომ უკანონო მიგრანტებს ევროკავშირის შტაბბინაში გაგზავნის

უნგრეთი კვლავ გამოვიდა მუქარით, რომ თავშესაფრის მაძიებელ პირებს ბრიუსელში გაგზავნის – საიმისოდ, რათა ევროკავშირზე ზეწოლა გააძლიეროს და ის აიძულოს გააუქმოს ბუდაპეშტისთვის მკაცრი ანტიმიგრანტული პოლიტიკის გამო დაწესებული მაღალი ჯარიმები.
სამგზავრო ავტობუსების კოლონის წინ მდგომმა ადამიანური რესურსების პარლამენტის სახელმწიფო მდივანმა, ბენც რიტვარიმ 6 სექტემბერს განაცხადა, რომ უნგრეთი “ამ უკანონო მიგრანტებს მოხალისეობრივად, უფასოდ შესთავაზებს ერთი გზის მოგზაურობას ბრიუსელში… ევროპული პროცედურის განხორციელების შემდეგ”.
რიტვარის არ დაუკონკრეტებია, რა სტატუსი ექნებათ თავშესაფრის მაძიებლებს მათი გადაადგილების შემთხვევაში.
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ ახლახან გადაწყვიტა, რომ ბუდაპეშტმა 223 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს ბლოკის საემიგრაციო წესების სისტემატურად დარღვევისთვის, და 1 მილიონი დოლარი ყოველდღიური ჯარიმის სახით, დაგვიანების საფასურად.