უნგრეთი იმუქრება, რომ ვეტოს დაადებს ბულგარეთის შესვლას შენგენის ზონაში, რუსეთის გაზის ტრანზიტის გადასახადის გამო

17 დეკემბერს უნგრეთი გამოვიდა მუქარით, რომ ვეტოს დაადებს ბულგარეთის გაწევრიანებას შენგენის უპასპორტო ზონაში – თუკი ბულგარეთი არ გააუქმებს სატრანზიტო გადასახადს რუსეთის გაზზე.
“ბულგარელებს მკაფიოდ ვუთხარით, რომ თუ ამას დიდხანს შეინარჩუნებენ, თუ უნგრეთის ენერგიით მომარაგების უსაფრთხოებას დიდხანს გამოუთხრიან ძირს, ჩვენ ვეტოს დავადებთ მათ შესვლას შენგენში” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ნაციონალისტური ხელისუფლება ხშირად იკავებს პოზიციებს, რომლებსაც აღიქვამენ პრორუსულად და ევროკავშირის დანარჩენ წევრ ქვეყნებთან წინააღმდეგობაში მყოფად.
15 დეკემბერს ჰოლანდია დათანხმდა ბულგარეთის შესვლას შენგენის ზონაში – რითიც დაასრულა კორუფციასთან და მიგრაციასთან დაკავშირებული შეშფოთებით გამოწვეული წინააღმდეგობა ამ საკითხთან.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა