უნგრეთი იმუქრება, რომ ვეტოს დაადებს ბულგარეთის შენგენში შესვლას, თუ ის არ გააუქმებს გაზის ტრანზიტის გადასახადს

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უნგრეთი ვეტოს დაადებს ბულგარეთის შესვლას შენგენის ზონაში, თუ ის არ გააუქმებს სატრანზიტო გადასახადს რუსულ გაზზე.
ვეტოს მუქარა მოჰყვა ხუთშაბათის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაიწყოს სთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, ამ შეთანხმების მონაწილე უნგრეთი არ ყოფილა, პრემიერმა ვიქტორ ორბანმა ამ დროს ოთახი დატოვა.
“ჩვენ ბულგარელებს ნათლად ავუსხენით, რომ რომ თუ ისინი დიდხანს შეინარჩუნებენ ამას, თუ ისინი საფრთხეს უქმნიან უნგრეთის ენერგომომარაგების უსაფრთხოებას, მაშინ ჩვენ ვეტოს დავადებთ მათ შესვლას შენგენში”, – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.
მისი თქმით, უნგრეთი მოხსნის ვეტოს, როგორც კი სატრანზიტო გადასახადი გაუქმდება.
მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნები დიდ ძალისხმევას ახორციელებენ რუსული გაზისგან თავის დასაღწევად, უნგრეთი 2021 წელს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ძირითადად, ბულგარეთისა და სერბეთის გავლით ღებულობს 4,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს სგან.
სიირტრო ამტკიცებს, რომ ბულგარეთის ეს ნაბიჯი, რომელიც მისი თქმით, ეწინააღმდეგება ევროპულ რეგულაციას, საფრთხეს უქმნის მიწოდების უსაფრთხოებას არა მხოლოდ უნგრეთში, არამედ სერბეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში.