უნგრეთი და სლოვაკეთი შეგნებულად არიან რუსეთზე ენერგოდამოკიდებული, მიუხედავად იმისა რომ მათ ალტერნატიული წყარო აქვთ – კვლევა
უნგრეთსა და სლოვაკეთს აქვთ ტექნიკური და ეკონომიკური შესაძლებლობები, რომ უარი თქვან რუსულ ნავთობსა და გაზზე, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ. ამის შესახებ ნათქვამია დემოკრატიის შესწავლის ცენტრის (CSD, ბულგარეთი) და ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA, ფინეთი) ანგარიშში.
ამ ქვეყნების ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის საერთო სტრატეგიას, განსაკუთრებით რეგიონის სხვა ქვეყნების, მაგალითად ბულგარეთის წარმატებული გამოცდილების ფონზე.
დოკუმენტი აანალიზებს უნგრეთისა და სლოვაკეთის დამოკიდებულებას რუსეთის ენერგომომარაგებაზე (ნავთობი, გაზი და ბირთვული საწვავი) უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ის ამტკიცებს, რომ ამ ქვეყნებმა, ევროკავშირის სანქციებიდან გამონაკლისების გამოყენებით, არა მხოლოდ ვერ შეამცირეს თავიანთი დამოკიდებულება, არამედ გაზარდეს იგი.
„ბოლო მილის“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის სანქციების პოლიტიკისა და ცენტრალური ევროპის გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, რუსული ენერგეტიკის მიტოვება არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ აუცილებელი.
„ბულგარეთმა უკვე დაამტკიცა, რომ ევროკავშირის სანქციებისგან გათავისუფლების მოხსნა და რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების დასრულება სრულიად შესაძლებელია, რადგან ელვისებურად სწრაფად გამოვიდა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებისგან“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ვრცლად : csd.eu
