უნგრეთი აცხადებს, რომ “ლუკოილის” წინააღმდეგ უკრაინის სანქციები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დარღვევაა

უნგრეთი და მოითხოვენ ევროკომისიის შუამავლობით სთან კონსულტაციების პროცედურას მას შემდეგ, რაც კიევმა სანქციების სიაში დაამატა რუსული კომპანია „ლუკოილის“ ჯგუფი. ამის შესახებ 22 ივლისს ბრიუსელში განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ, რომლის თქმით ს ამ ნაბიჯმა უნგრეთის მიმართულებით ნავთობის მიწოდების შეჩერება გამოიწვია.
“გუშინ ვესაუბრე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, მან თქვა, რომ ისინი ატარებენ ნავთობის ყველა ნაკადს, მაგრამ ეს ასე არ არის. კომისიას სამი დღე აქვს იმისათვის, რომ ჩვენი მოთხოვნა შეასრულოს, რის შემდეგაც საქმეს სასამართლოს გადავცემთ”, – განაცხადა სიიარტომ.

მისივე თქმით, უნგრეთი სგან მარაგების გარეშე საკმარის ნავთობს ვერ მიიღებს და კიევის გადაწყვეტილება ტრანზიტის შეჩერების შესახებ, თითქოსდა “ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების აშკარა დარღვევაა.”
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, უფრო ადრე რუსული კომპანია “ლუკოილის” წინააღმდეგ სანქციები, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ, უკრაინის მთავრობის მეთაურთან დენის შმიჰალთან შეხვედრისას გააკრიტიკა. სლოვაკური სააგენტო TASR-ის თანახმად, „ლუკოილის“ ნედლეულს, კერძოდ, სლოვაკეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „სლოვნეფტი“ იყენებს.
ივნისის ბოლოდან უკრაინამ შეწყვიტა უნგრეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება ნავთობსადენ „დრუჟბის“ გავლით. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ 18 ივლისს რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის ფარგლებში განაცხადა.

უკრაინის მთავრობამ ივნისში „ლუკოილის“ წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა და განაცხადა, რომ მისი პროდუქციისთვის უკრაინა აღარ იქნება სატრანზიტო ქვეყანა.
უფრო ადრე რუსეთის ნავთობკომპნია “ლუკოილს” ბიზნესის კეტების მხრივ პრობლემები შეექმნა ბულგარეთში.