უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ელოდება, რომ შეერთებულ შტატებთან ბიზნესგარიგებას ხელს უახლოეს მომავალში მოაწერს.
ვიქტორ ორბანის თქმით, ამჟამად აშშ-თან ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლებიც უნგრეთის ეკონომიკას ტარიფების შემოღებით გამოწვეული ზარალისგან თავის დაღწევაში დაეხმარება.
„ტარიფები ნეგატიურ გავლენას მოახდენს, მაგრამ ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვა ეკონომიკურ შეთანხმებებზე, რომ ამის კომპენსაცია მოვახდინოთ“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ვიქტორ ორბანს იმედი აქვს, რომ ამ გარიგებას ხელი მოეწერება მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში.
