უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ დაადასტურა, რომ საუბარი შეეხო მოახლოებულ სამიტსა და გადაწყვეტილებას, რომელიც, “ისტორიული მნიშვნელობისაა მთელი ევროკავშირის მომავლისთვის”.
ეს არის მინისტრების პირველი შეხვედრა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
სიიარტომ კიდევ ერთხელ გაიმეორა უნგრეთის ხელისუფლების პოზიცია, რომ უკრიანა 2015 წლიდან “მუდმივად იღებდა ნორმებს, რომლებიც სულ უფრო ზღუდავდა უნგრეთის ეროვნული საზოგადოების უფლებებს”.
“წინადადება მოუმზადებელია და ევროკომისიას თითქმის არ აქვს წარმოდგენა, რა გავლენას მოახდენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მთელ ასოციაციაზე”, – წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი.
განხილვის თემებს შორის იყო ეროვნული უმცირესობების საკითხი და უკრაინის მიერ ახალი კანონმდებლობის მიღება, ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
“უდავოდ, ჩვენ ორივე ერთგული ვართ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის”, – დაწერა მინისტრმა.
უნგრეთის უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების მთავარი მოწინააღმდეგეა. ნოემბრის დასაწყისში ორბანმა თქვა, რომ კიევი შორს არის EU-სგან და რომ უნგრეთის მკაფიო პოზიციაა წევრობის შესახებ მოლაპარაკებები არ დაიწყოს. მან ასევე არაერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს.