უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროკომისიას წარმოდგენა არ აქვს, თუ რა გავლენას მოახდენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მთელ ასოციაციაზე

ევროკომისიას წარმოდგენა არ აქვს, თუ რა გავლენას მოახდენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მთელ ასოციაციაზე, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„გადაწყვეტილების შესახებ წინადადება მოუმზადებელია და ევროკომისიას თითქმის წარმოდგენა არ აქვს, თუ რა გავლენას მოახდენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მთელ ასოციაციაზე. სულ მცირე, შეიძლება გავიხსენოთ გადაუჭრელი პრობლემები, რომლებიც ევროკომისიის წინა გადაწყვეტილებით იყო გამოწვეული მარცვლეულის ტრანზიტის ან უკრაინული მძიმე სატვირთო მანქანების ნებართვების გაუქმების შესახებ“, – განაცხადა სიიარტომ.
სიიარტომ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე უკრაინაში მცხოვრები უნგრული უმცირესობების საკითხიც განიხილეს.
„უდავოდ, ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების ერთგულად ვრჩებით“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)