რუსეთიდან ენერგომომარაგება უნგრეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ მოსკოვში, რუსეთის ენერგეტიკული კვირეულის ფარგლებში განაცხადა.
„ენერგომომარაგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამ საკითხის მიმართ პოლიტიკური ან იდეოლოგიური მიდგომა არ მომწონს. ჩემი მოვალეობაა, რომ ჩემი ქვეყანა ენერგორესურსებით უზრუნველყოფილი იყოს. ახლა ამის გაკეთება რუსეთის გარეშე შეუძლებელია“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, სიიარტომ მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „უკრაინაში ომის ყოველი ახალი დღე ესკალაციის რისკებს ქმნის“.
„იმედი მაქვს, რომ მალე ცენტრალურ ევროპაში მშვიდობა დაბრუნდება. გვჯერა, რომ პრეზიდენტი ტრამპი უკრაინაში მშვიდობის მიღწევის ერთადერთ იმედს წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, რომ ტრამპის მცდელობები წარმატებული იქნება“, – აღნიშნა სიიარტომ.
