უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სუჯის მახლობლად ბრძოლები არ აბრკოლებს უნგრეთისთვის გაზის მიწოდებას

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთისთვის ენერგომატარებლების მიწოდებას არაფერი უდგას წინ. მან ფეისბუკში დაწერა, რომ ამას ხელს არ უშლის არც საბრძოლო მოქმედებები კურსკის ოლქის ქალაქ სუჯის სიახლოვეს.
სუჯის მახლობლად, უკრაინის საზღვართან, მდებარეობს „გაზპრომის“ გაზსაზომი. ამ ადგილას გაზსადენი სა და უკრაინის საზღვარს კვეთს და შემდეგ მიემართება ცენტრალურ ევროპაში, მათ შორის – უნგრეთშიც. ეს უკანასკნელი მოქმედი გაზსადენია, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირში მიემართება.
სხვადასხვა გარემოება მეტყველებს, რომ გაზსაზომი სადგური უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშაა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები 6 აგვისტოს შევიდნენ რუსეთის კურსკის ოლქში და მას მერე მეთოდურად იკავებენ ახალ-ახალ ტერიტორიებს. სხვადასხვა ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ისინი კურსკის ოლქში ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტ ფართობს აკონტროლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები