უნგრეთის პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმა თანამდებობა დატოვა

უნგრეთის პრეზიდენტმა, კატალინ ნოვაკმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ უნგრეთის მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით,  ნოვაკის გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბავშვთა სახლში განხორციელებული სექსუალური შევიწროების დაფარვაში მსჯავრდებულის შეწყალება გადაწყვიტა.

ნოვაკის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში დიდი პროტესტი მოჰყვა.

„მე შეცდომა დავუშვი. შეწყალების გადაწყვეტილებას და დაუსაბუთებლობას, შესაძლოა, გამოეწვია ეჭვები. მე არასდროს შევიწყალებდი მას, ვინც სასტიკად ექცევა ბავშვებს. ბავშვთა დაცვა – ეს ჩვენი საერთო მოვალეობაა”, – განაცხადა ნოვაკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალი პრეზიდენტისგან, როგორც უნგრელი, ელოდება, რომ ის შეცდომებს არ დაუშვებს და თუ დაუშვებს, საკუთარ თავზე შეძლებს პასუხისმგებლობის აღებას.

უნგრეთის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი ნოვაკის უფლებამოსილების ვადის დასრულებიდან 30 დღის ვადაში უნდა აირჩიოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს