უნგრეთის პრეზიდენტი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების სამიტს არ დაესწრება

ლატვიის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, უნგრეთის პრეზიდენტი ტამაშ სულიოკი არ დაესწრება ბუქარესტის ცხრიანის, ანუ NATO-ს ბლოკის აღმოსავლეთის ქვეყნების ჯგუფის სამიტს, რომელიც 11 ივნისს რიგაში უნდა გაიმართოს.
სამიტის ფორმატის დაფუძნებიდან, 2015 წლის შემდეგ ღონისძიება ისტორიაში პირველად არ დასრულდება ცხრა ქვეყნის ერთობლივი დეკლარაციით.
ლატვიის პრეზიდენტის ედგარ რინკევიჩის სპიკერის თქმით, სანაცვლოდ,გამოქვეყნდება პოლონეთის, ლატვიისა და რუმინეთის ერთობლივი განცხადება, რომლებიც სამიტს რიგაში მასპინძლობენ.
ბულგარეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ს, უნგრეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, რუმინეთისა და ს პრეზიდენტები, როგორც წესი, წარმოდგენილნი იქნებიან ბუქარესტის ყოველწლიურ სამიტებზე. ჩამოთვლილი ქვეყნები არიან როგორც NATO-ს, ასევე ევროკავშირის წევრები.
უნგრეთის პრემიერმინისტრის, ს რუსეთთან მჭიდრო კავშირებისა და უკრაინისთვის იარაღის მიცემაზე უარის გამო უნგრეთსა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაძაბულია.

ასევე დაგაინტერესებთ