უნგრეთის პარლამენტში შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე კენჭისყრა 26 თებერვალს გაიმართება

უნგრეთის პარლამენტში შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე კენჭისყრა 26 თებერვალს გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის მმართველი პარტია ავრცელებს.
„2024 წლის 26 თებერვლის სესიის დღის წესრიგში შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის საბოლოო კენჭისყრა უნდა შევიდეს, რომლის მხარდაჭერასაც ჩვენი საპარლამენტო ჯგუფი აპირებს“, – განაცხადა უნგრეთის მმართველი პარტიის, „ფიდესის“ საპარლამენტო ჯგუფის ლიდერმა, მატე კოჩისმა.
რამდენიმე დღის წინ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთის პარლამენტი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას საგაზაფხულო სესიის დასაწყისში განიხილავდა.
შეგახსენებთ, უნგრეთი ნატო-ს ერთადერთი წევრი ქვეყანაა, რომელსაც შვედეთის ალიანსში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება არ მოუხდენია.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა