უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანება დაამტკიცა

უნგრეთის პარლამენტმა 26 თებერვალს ნატოში შვედეთის გაწევრიანების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. სახელმწიფო, რომელიც ნეიტრალიტეტს 200 წელზე მეტია ინარჩუნებდა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 32-ე წევრი გახდება.

უნგრეთის პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. BBC-ის თანახმად, ამას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს. ხოლო მას შემდეგ, რაც დოკუმენტს ხელს მოაწერს, ნატოს შეუძლია ოფიციალურად მიიწვიოს შვედეთი ალიანსში გაწევრიანებისთვის.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ალიანსი 2024 წელს დაასრულებს თავის რიგებში შვედეთის გაწევრიანების მრავალთვიან პროცესს.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას “ისტორიული დღე” უწოდა და თქვა, რომ მისი ქვეყანა “მზად არის მხარი დაუჭიროს და სრული პასუხისმგებლობა აიღოს ჩრდილო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაზე.”
უნგრეთი ნატოს წევრებს შორის არის ბოლო ქვეყანა, რომელსაც არ დაუდასტურებია შვედეთის ალიანსში გაწევრიანება. შვედეთმა უკრაინის მიმართ ს აგრესიის შემდეგ უარყო თავისი ნეიტრალური პოლიტიკა და სამხედრო კავშირში შესვლა გადაწყვიტა.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღების გამო ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება – შეგვეჩერებინა ფუნქციონირება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას