უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტად ტომაშ შუიოკი აირჩია

უნგრეთის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრული ახალი ამბების პორტალი Telex-ი ავრცელებს.
ქვეყნის პრეზიდენტად ტომაშ შუიოკის დანიშვნას უნგრეთის პარლამენტის 134-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
67 წლის შუიოკი 2016 წლიდან უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ, შუიოკი უნგრეთის რიგით მეშვიდე პრეზიდენტი გახდა.
შეგახსენებთ, შუიოკის წინამორბედმა, კატალინ ნოვაკმა თანამდებობა თებერვლის დასაწყისში, მას შემდეგ დატოვა, რაც ცნობილი გახდა, რომ მან ერთ-ერთ ბავშვთა სახლში ბავშვებზე ძალადობის დაფარვისთვის მსჯავრდებული შეიწყალა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება