უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელი, ტამაშ შუიოკა აირჩია. ის არის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პარტიის „ფიდესის“ წევრი.
შუიოკის პრეზიდენტად არჩევას მხარი დაუჭირა 134-მა უნგრელმა დეპუტატმა, 5 წინააღმდეგ იყო.
ტამაშ შუიოკმა ფიცი უკვე დადო. ის თანამდებობას რვა დღეში 5 მარტს დაიკავებს.
უნგრეთში ახალი პრეზიდენტის არჩევა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც თებერვლის დასაწყისში პოსტიდან გადადგა უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი. მანამდე საზოგადოების გულისწყრომა მოჰყვა მისი მხრიდან ბავშვზე სექსუალური ძალადობის დანაშაულის თანამზრახველად ყოფნის გამო მსჯავრდებული კაცის შეწყალებას.
ნოვაკი, რომელიც ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა მმართველ პარტია ფიდესში, უნგრეთში ვადაზე ადრე დაბრუნდა დოჰაში მიმდინარე ვიზიტიდან და მიმდინარე პროტესტის ფონზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.