უნგრეთის პარლამენტის სპიკერმა ნატოში შვედეთის გაწევრიანებას ხელი მოაწერა

უნგრეთის პარლამენტის სპიკერმა, შანდორ ლესაკმა ხელი მოაწერა დოკუმენტს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის გაწევრიანების შესახებ.
Reuters-ის ცნობით, ხუთი დღის განმავლობაში ახლა განაცხადს ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა ლასლო კიოვერმა.
უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის განაცხადს ნატოში გაწევრიანების შესახებ, რასაც ალიანსის ყველა წევრის თანხმობა სჭირდებოდა, 26 თებერვალს დაუჭირა მხარი.
უნგრეთი ბოლო ქვეყანაა, რომელმაც სკანდინავიის სახელმწიფოს ნატოში შესვლის სურვილი დაამტკიცა. შვედეთმა, რომელმაც თავის ნეიტრალიტეტს უარი უთხრა ში ს შეჭრის შემდეგ, ნატოში შესვლის განაცხადი შეიტანა 2022 წლის 18 მაისს ფინეთთან ერთად. ფინეთი ნატოს წევრი გახდა შარშან 4 აპრილს. შვედეთის ნატოში შესვლას მხარს არ უჭერდნენ თურქეთი და უნგრეთი.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს