უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარემ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირების კანონპროექტს ხელი მოაწერა

უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარემ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირების კანონპროექტს ხელი მოაწერა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ლასლო კოვერმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირების კანონპროექტს ხელი მოაწერა და დასამტკიცებლად პრეზიდენტის ოფისს გადაუგზავნა.
შეგახსენებთ, ორშაბათს, უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა.