უნგრეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერი – იქნება რეფერენდუმი მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის ადგილის შესახებ – „ფიდესის“ ამომრჩევლებსაც კი არ სურთ, უნგრეთი რუსეთის მარიონეტული სახელმწიფო და კოლონია იყოს

უნგრეთის ოპოზიციის ლიდერი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მომავალ კვირას დაგეგმილი გადამწყვეტი , სადაც ის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს დაუპირისპირდება, „რეფერენდუმი“ იქნება იმის შესახებ, უნგრეთი ავტოკრატიისკენ სწრაფვას გააგრძელებს, თუ ევროპის დემოკრატიულ საზოგადოებებს შორის თავისი ადგილის დაბრუნებას.

The Associated Press-თან ინტერვიუში მადიარმა განაცხადა, რომ ორბანმა ბოლო წლებში ქვეყანა „180 გრადუსით შეაბრუნა“ და საფრთხე შეუქმნა მის დასავლურ ორიენტაციას.

„ამის მიუხედავად, უნგრელები კვლავ ხედავენ, რომ უნგრეთის მშვიდობა და განვითარება გარანტირებულია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობით. ვფიქრობ, ეს ნამდვილად იქნება რეფერენდუმი მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის ადგილის შესახებ“, – აღნიშნა პეტერ მადიარმა.

მისი თქმით, ფიქრობს, რომ პარტია „ტიზა“ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რადგან ორბანის პარტია „ფიდესის“ ამომრჩევლებსაც კი არ სურთ, რომ უნგრეთი რუსეთის მარიონეტული სახელმწიფო იყოს.

„ვფიქრობ, რომ „ტიზა“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს არჩევნებში, რადგან „ფიდესის“ ამომრჩევლებსაც კი არ სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა, იმის ნაცვლად, რომ ევროპას ეკუთვნოდეს, იყოს რუსეთის მარიონეტული სახელმწიფო და კოლონია“, – აღნიშნა პეტერ მადიარმა.

შეგახსენებთ, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

სალომე ზურაბიშვილი: ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევით და აფგან სადიგოვის გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმი უარყოფს საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებს