უნგრეთის ოპოზიციას პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვა სურს შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხზე

უნგრეთის ოპოზიციურმა პარტიებმა 29 იანვარს წარმოადგინეს ინიციატივა 5 თებერვალს გაიმართოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც განახორციელებენ შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადის რატიფიკაციას.
31-წევრიან ალიანსში უნგრეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ჯერ არ მოუხდენია შვედეთის განაცხადის რატიფიკაცია. თურქეთმა ეს ნაბიჯი გასულ კვირაში გადადგა – დაახლოებით 20 თვეში მას მერე, რაც სტოკჰოლმა ალიანსში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა, ში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
როგორც ოპოზიციონერმა კანონმდებელმა, ზიტა გურმაიმ სააგენტო როიტერსთან თქვა, გასარკვევია დაუჭერენ თუ არა მხარს ამ ინიციატივას დეპუტატები მმართველი პარტიიდან, ფიდესიდან და მათი ქრისტიან-დემოკრატი მოკავშირეებიდან.