უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უკრაინის EU-ში გაწევრიანების საწინააღმდეგო რეზოლუცია წარადგინა

Reuters-ის ცნობით, უნგრეთის მმართველმა პარტია “ფიდესმა” დღეს პარლამენტში დაარეგისტრირა რეზოლუციის პროექტი, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება.
“ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა უნდა დარჩეს ობიექტურ პროცესად, რომელიც დაფუძნებულია წესებსა და შესრულებაზე,” – ვკითხულობთ რეზოლუციაში.
მასში ასევე ნათქვამია, რომ “ამ საკითხის განხილვას ყველა წევრის კონსენსუსი სჭირდება, რომელიც ამჟამად არ არსებობს.”
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერმა დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა გადაწყვიტოს, მიიღებენ თუ არა ევროკომისიის რეკომენდაციას და დაიწყებენ თუ არა სთან მოლაპარაკებების ეტაპს.
გადაწყვეტილება ბლოკის 27-ვე წევრის თანხმობას მოითხოვს. მთავარი დაბრკოლება ამ ეტაპზე უნგრეთია, რომლის პრორუსი პრემიერი ორბანიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.
ასევე ნახეთ:
· “არ ღირს წევრობის მოლაპარაკებების დაწყება” | ორბანის აზრით, EU-მ უკრაინასთან ჯერ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება უნდა გააფორმოს
· ორბანი EU-ს მუქარასა და შანტაჟს აგრძელებს | გამოხმაურებები საქართველოდან და უკრაინიდან
· ორბანის წერილი მიშელს: მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო უკრაინის საკითხის განსახილველად დეკემბერში