უნგრეთის მმართველმა პარტიამ „პრაიდ მარშების“ აკრძალვის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში წარადგინა

უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში „პრაიდ მარშების“ აკრძალვის შესახებ კანონპროექტი წარადგინა , – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
უნგრეთის მმართველი პარტიის „ფიდესის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი ლგბტქ+ თემების მიერ „პრაიდ მარშების“ მოწყობის აკრძალვასა და ორგანიზატორებისა და ღონისძიებაზე დამსწრე ადამიანებისთვის ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს.
უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერის, ზოლტან კოვაჩის ცნობით, შეკრებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილება უკანონოდ აქცევს ისეთი შეკრებების ჩატარებას, რომლებიც უნგრეთის „ბავშვთა დაცვის კანონებს“ არღვევს.
„პრემიერ-მინისტრმა ორბანმა ადრე განაცხადა, რომ „პრაიდის “ ორგანიზატორებმა წელს თავი არ უნდა შეიწუხონ, რადგან ეს დროისა და ფულის დაკარგვა იქნებოდა. ახლა მმართველმა პარტიებმა შეკრებების კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც მიზნად მსგავსი ღონისძიებების აკრძალვას ისახავს“, – აღნიშნა კოვაჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია