უნგრეთის მმართველმა პარტიამ „ფიდესმა“ პარლამენტს კანონპროექტი „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“ წარუდგინა

უნგრეთის მმართველმა პარტიამ „ფიდესმა“ პარლამენტს კანონპროექტი „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“ წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Euractiv-ი ავრცელებს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მმართველმა პარტიამ „ფიდესმა“ პარლამენტს კანონპროექტი „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“ წარუდგინა, რომელიც უცხო პირების და ჯგუფების არასათანადო პოლიტიკური ჩარევის თავიდან არიდებას ისახავს მიზნად.
„უნგრეთის სუვერენიტეტის დარღვევა მოხდება, რაც ასევე ეროვნული უსაფრთხოების გაზრდილ რისკს წარმოადგენს, თუ პოლიტიკური ძალა რომელიმე უცხო სახელმწიფოზე, ორგანიზაციასა თუ პიროვნებაზე დამოკიდებულ პირთა ან ორგანიზაციების ხელში მოხვდება“, – ნათქვამია „ფიდესის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტში.
ცნობისთვის, ორბანის პარტიას უნგრეთის პარლამენტში ხმების ორი მესამედის უმრავლესობა აქვს, რაც „ფიდესს“ კანონმდებლობის შეცვლის შესაძლებლობას აძლევს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა