უნგრეთის მმართველი პარტია აყოვნებს შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხის კენჭისყრას

უნგრეთის მმართველმა პარტიამ 5 თებერვალს ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტის სხდომას შვედეთის ნატოში გაწევრიანების თაობაზე, რის შედეგადაც კენჭისყრა გადაიდო, მიუხედავად ზეწოლისა -ის მხრიდან. უნგრეთი არის ალიანსის წევრი ბოლო ქვეყანა, რომელმაც შვედეთის განაცხადის რატიფიცირება უნდა მოახდინოს.
ბუდაპეშტი ინარჩუნებს ახლო კავშირებს რუსეთთან, მოსკოვის მხრიდან 2022 წლის თებერვალში ში შეჭრის შემდეგაც. უნგრეთი ამბობს, რომ პრინციპში მხარს უჭერს შვედეთის სურვილს, თუმცა ამ საკითხის დამტკიცება თვეების განმავლობაში გაჭიანურდა.
აშშ-მა გააძლიერა ზეწოლა ბუდაპეშტზე, სტოკჰოლმის განაცხადის რატიფიკაციის მიზნით.
199 დეპუტატიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 51-მა კანონმდებელმა – პრემიერ-მინისტრის, ს მმართველი კოალიციის დეპუტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, სპიკერის მოადგილის, შანდორ ლეზაკის გარდა.

ასევე დაგაინტერესებთ