უნგრეთის მმართველი პარტია მზად არის მხარი დაუჭიროს შვედეთის NATO-ში მიღების რატიფიცირებას

უნგრეთის მმართველი პარტიის თავჯდომარის, მატე კოჩიშის მიხედვით, უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება, შესაძლოა, მომდევნო კვირას მოახდინოს.
ფიდესის საპარლამენტო ლიდერმა პარლამენტის თავჯდომარეს წერილი მიწერა, სადაც წერს, რომ მმართველი პარტია მზად არის მხარი დაუჭიროს შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას და მოითხოვს, ხმისმიცემა საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს, ანუ 26 თებვერვალს შედგეს.
აღნიშნულს გამოეხმაურა შვედეთის თავდაცვის მინისტრი, პალ იონსონი და უნგრეთის მმართველი პარტიის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა.
“ბუნებრივია, ჩვენ ამას მივესალმებით” – აღნიშნა იონსონმა.
შვედეთის ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება თურქეთისა და უნგრეთის წინააღმდეგობის გამო 18 თვე გახანგრძლივდა. თურქეთმა რატიფიცირების გადაწყვეტილება 24 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) დაწერა, რომ NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს სატელეფონო საუბრისას NATO-ში შვედეთის გაწევრიანებაზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ორბანის თქმით, იგი მან ასევე მოუწოდებს უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას, ხელი მოაწეროს NATO-ში შვედეთის მიღების პროტოკოლს.