უნგრეთის ვეტოს მიუხედავად, EU რუსეთის გაყინული აქტივებით უკრაინას დაეხმარება — POLITICO

გამოცემა POLITICO-ს ცნობით, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა, რომ ს გაყინული აქტივები უკრაინის სამხედრო დახმარებას მოხმარდეს.
გამოცემა ოთხ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პირველი ტრანში, რომელიც რუსეთის გაყინული აქტივებიდანაა, დაახლოებით 1.4 მილიარდ ევრომდეა.
მათივე ცნობით, თანხა მოხმარდება საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების პირდაპირ შესყიდვას.
აქამდე უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის რუსეთის გაყინული აქტივების მოხმარებას უნგრეთი ბლოკავდა.
თუმცა, როგორც POLITICO წერს დახმარება ს მიეწოდება უკრაინის დახმარების ფონდის (UFA) მეშვეობით.
გამოცემის ცნობით, საბჭოს იურიდიულმა სამსახურმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტს არ შეუძლია შეაჩეროს ეს გადახდები, რადგან მან თავი შეიკავა ამ წლის დასაწყისში უკრაინის დახმარების ფონდის (UFA) შექმნის შესახებ კენჭისყრაზე.
ამასთან, POLITICO-ს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას ევროკავშირის ოფიციალური პირები იმითაც ხსნიან, რომ ეს თანხები ევროკავშირის გადასახადების გადამხდელებისგან არ მოდის.
გამოცემის თანახმად, აღნიშნული თანხა არ მოხმარდება ხარჯების ანაზღაურებას, არამედ მისი გამოყენება მოხდება სამხედრო კომპონენტების პირდაპირი შესყიდვისთვის.
POLITICO-ს ინფორმაციით, რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენებაზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თავიანთი პოზიცია დღეს დილის 11 საათამდე უნდა დაეფიქსირებინათ და არცერთ მათგანს ხმა წინააღმდეგ არ მიუცია.
„გადაწყვეტილება არ მოითხოვდა ერთსულოვნებას, რაც იმას ნიშნავს, რომ უნგრეთს არ შეეძლო მისი დაბლოკვა,“ — წერს POLICO.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით