უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი ლასლო კევერი აცხადებს, რომ ოფიციალური ბუდაპეშტი ნატო-ში შვედეთის მისაღებად გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
კევერის თქმით, შვედეთისთვის ალიანსში გაწევრიანებაზე კენჭისყრის გამართვა უნგრეთისთვის გადაუდებელი საჭიროების საკითხს არ წარმოადგენს და ქვეყნის პარლამენტი მას უახლოეს მომავალში განიხილავს.
24 იანვარს, თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. პარლამენტის გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმოწერაა საჭირო.
ახლა უნგრეთი არის ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენია.