უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერის განცხადებით, უნგრეთი სრულად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერის, იანოშ ლატორცაის განცხადებით, უნგრეთი სრულად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, იანოშ ლატორცაის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, შეხვდა. შეხვედრას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, , პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი ესწრებოდნენ.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა უნგრეთის მხარდაჭერაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში და საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ირაკლი კობახიძე არის საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, რომელმაც მოიგო არჩევნები, ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა და დაამარცხა ყველა – თავი არ დაუხარა ბრიუსელს

ირაკლი კობახიძე – ყველა უნდა ადიდებდეს უნგრეთის გამორჩეულ პრემიერს, ბატონ ვიქტორ ორბანს, მამაცობისა და უკომპრომისო ბრძოლისათვის, რომელიც უნგრეთის თავისუფლებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართა