უნგრეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

უნგრეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, – ინფორმაციას უკრაინის საგარეო უწყება ავრცელებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უნგრეთის ელჩს განუცხადეს, რომ უკრაინა უნგრეთის ხელმძღვანელობის მიერ საპარლამენტო არჩევნებში კიევის სავარაუდო ჩარევის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
„უნგრელ დიპლომატს განუცხადეს, რომ უკრაინა უნგრეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში ჩვენი ქვეყნის სახელის გამოყენებას ეწინააღმდეგება, რაც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას აზარალებს. ასევე, უნგრეთის მხარეს ანტიუკრაინული რიტორიკის შეწყვეტისკენ მოუწოდეს“, – აცხადებს უკრაინის საგარეო უწყება.
ცნობისთვის, გუშინ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ბუდაპეშტში უკრაინის ელჩი სამინისტროში დაიბარა. სიიარტომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისას“ „სასარგებლოდ უკრაინის ჩარევა“ დაასახელა.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი – 2008 წლის ომიდან 18 წლის თავზე, კვლავ გამოწვევად რჩება საოკუპაციო რეჟიმების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა