გერმანია ირწმუნება, რომ უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას
ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის განცხადებით, ევროკავშირი ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, თუმცა მან არ დაასახელა ის ვარიანტები, რომლებიც ახლა შეიძლება განიხილებოდეს.
“ევროკავშირი გააგრძელებს მხარდაჭერას. უნგრეთის გარეშეც ევროკავშირის დანარჩენი 26 ქვეყანა შეძლებს მოქმედებას”, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა.
საკითხი ევროკავშირის მომავალ სამიტზე განიხილება, რომელიც 2024 წლის დასაწყისში გაიმართება.
ვიქტორ ორბანი ისევ აქტიურად განაგრძობს ევროკავშირის შანტაჟს. მას შემდეგ, რაც უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება ვერ დაბლოკა, ის ახლა უკვე იმუქრება რომ ომში მყოფი ქვეყნის ფინანსურ დახმარებას დაადებს ვეტოს, შესაბამისად ევროპელი ლიდერები ახლა ალტერნატიულ გზებს ეძებენ, როგორ აუარონ გვერდი ორბანის შანტაჟს და უკრაინამ მიიღოს ის ფინანსები, რაც სასიცოცხლოდ სჭირდება.
იხილეთ ასევე:
· ვიქტორ ორბანი შანტაჟს აგრძელებს | EU-ს გეგმა B უკრაინის დასახმარებლად