უნგრეთის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ოპოზიციური Tisza ორბანის პარტიასთან სხვაობას ზრდის

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანიუნგრეთში ჩატარებული ორი საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, 12 აპრილს საპარლამენტო არჩევნების წინ, ოპოზიციური პარტია Tisza პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის მმართველ პარტია Fidesz-ს სხვაობას ზრდის და ერთ-ერთის მიხედვით, მას 13-19 პროცენტული პუნქტით უსწრებს.
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, Tisza-ს ამომრჩევლების 56% უჭერს მხარს, ხოლო Fidesz-ს – 37%. ამასთან, ოპოზიციონერი პეტერ მადიარის პარტია 51%-იანი მხარდაჭერით ლიდერობს მეორე გამოკითხვაშიც მაშინ, როცა მმართველ პარტიას 38%-იანი მხარდაჭერა აქვს.
მიუხედავად ამისა, გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია, რაც არჩევნების მოსალოდნელ შედეგს გაურკვეველს ტოვებს.
ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო 12 აპრილს ჩატარდება. წინასწარი გამოკითხვებით, ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz არჩევნებში ვერ იმარჯვებს.
WP: დაბალი რეიტინგის გამო რუსული დაზვერვა ორბანზე თავდასხმის ინსცენირების იდეით გამოვიდა